logo
ENG



პესკოვის თქმით, "სპეცოპერაციის" მიზნების მიღწევა შესაძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებით

11 ნოე 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/l7cmx6rmnmf8t2n.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, "სპეცოპერაციის" მიზნების მიღწევა შესაძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით.

"კონფლიქტი უკრაინაში, მე ვიტყოდი, ამ შემთხვევაში, ჩვენი გადმოსახედიდან, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება დასრულდეს მიზნების მიღწევის შემდეგ.

ან დასრულდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიზნების მიღწევით, მაგრამ, როგორც ვიცით, უკრაინული მხარის პოზიციიდან გამომდინარე, მშვიდობიანი მოლაპარაკება შეუძლებელია", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა