უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა.
"ჩვენ წინ მივდივართ, ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის."- განაცხადა ზელენსკიმ ქალაქის მთავარ მოედანზე.
"გულწრფელად გეტყვით, რომ აქ ჩამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯარისკაცები, ჟურნალისტები, მოქალაქეები რისკავენ საომარი მოქმედებების ზონაში ყოფნით. აუცილებელია აქ ვიყოთ, ვილაპარაკოთ, ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ დანაპირებსაც ვასრულებთ. ვიბრუნებთ ტერიტორიებსა და უკრაინის დროშებს თავის ადგილზე ვაბრუნებთ. როგორც პოლიტიკოსს მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო. ჩემთვის ეს მოტივაციაა."- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკი.
11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.