logo
ENG



ზალუჟნი: ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს

14 ნოე 202217:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/14/k69fh7od9debj3r.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

"ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს და ჩვენი წარმატებით დასრულდა. თუმცა ამას თავისი ფასი აქვს. მარადიული ხსოვნა დაღუპულ და-ძმებს! ვიცით, რისთვის და ვისთვის ვიბრძვით. ერთად გამარჯვებამდე", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. 

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა