logo
ENG



"ვაკვირდებით სიტუაციას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს ფაქტები" - სტოლტენბერგი დუდას ესაუბრა

16 ნოე 202201:46
3 წუთის საკითხავი
 
"ვაკვირდებით სიტუაციას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს ფაქტები" - სტოლტენბერგი დუდას ესაუბრა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა.

პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების შემდეგ, სტოლტენბერგმა დუდას უთხრა, რომ "მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა ფაქტი".

"ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ. მივუსამძიმრე დაღუპულების გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა ფაქტი", - წერს სტოლტენბერგი.

 

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა


close დახურვა