logo
ENG



WHO: უკრაინის ენერგოსისტემის განადგურება საფრთხეს უქმნის მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს

21 ნოე 202223:51
3 წუთის საკითხავი
 
Alexander Ermochenko/Reuters

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ფილიალის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობები, გაანადგუროს უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, ამ ზამთარში მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეში დააყენებს.

"უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანდა ან განადგურდა. ეს უკვე აისახება ჯანდაცვის სისტემაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ზამთარში ადამიანებს გადარჩენის საკითხი დადგება." - თქვა კიევში გამართულ ბრიფინგზე დოქტორმა, ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, კიდევ დაახლოებით სამმა მილიონმა უკრაინელმა შეიძლება დატოვოს სახლები ამ ზამთარში, როგორც დოქტორი კლუგე ამბობს, "სითბოსა და უსაფრთხოების ძიებაში. გათბობისა და განათების არარსებობის პირობებში ქვეყნის მცხოვრებლებს ჩვეულებრივზე მეტად ემუქრებათ სასუნთქი გზების ინფექციები, კოვიდ, გრიპი."

იმავდროულად, ენერგეტიკის სექტორზე რუსეთის თავდასხმის გამო, ჯანმო-ს წარმომადგენლის თქმით, ასობით საავადმყოფო და სხვა ჯანდაცვის დაწესებულება უკვე ვერ ახერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას - არ არის საკმარისი ელექტროენერგია და წყალი.

ინკუბატორები სამშობიაროებში, მაცივრები სისხლის შესანახად, აღჭურვილობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში - ეს ყველაფერი ელექტროენერგიით იკვებება, ამბობს ექიმი კლუგე.


close დახურვა