
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, კრისტოფენ ჰეუსგენის განცხადებით, რუსი მაღალჩინოსნები კონფერენციაზე არ მიიწვიეს.
"რუსი ოფიციალური პირები არ არიან მიწვეული 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ პლატფორმას საკუთარი პროპაგანდისთვის. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუს ოპოზიციონერ ლიდერებთან და გადასახლებულ ხალხთან ერთად - მათი ხმა უნდა ისმოდეს და ძლიერდებოდეს", - თქვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2023 წლის 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. კონფერენციის დროს განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი იქნება უკრაინის წინააღმდეგ.
მედიის ინფორმაციით, კონფერენციაზე შეიკრიბებიან საერთაშორისო ლიდერები, მათ შორის მთავრობის მეთაურები, მინისტრები, ასევე ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.