logo
ENG



უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმის გამო ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა

23 ნოე 202218:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/23/sp9blpt16ytn311.jpg

უკრაინაზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო იერიშის შედეგად მოლდოვაში ელექტროენერგია გაითიშა. ინფორმაციას ადასტურებს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და წერს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს.

"ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც გვტოვებს სიბნელეში და სიცივეში, რომელიც განზრახ კლავს ადამიანებს, სხვა ხალხის სიღარიბესა და დამცირებაში დატოვების სურვილის გამო. რაც არ უნდა რთული იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის რესპუბლიკის მომავალი გზა თავისუფალი სამყაროსკენ უნდა დარჩეს", - წერს ის.

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, ოკუპანტებმა დაბომბეს კიევიც. ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელ სექტორი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი, ხოლო დაშავდა — 6.

ნიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ცაში სულ მცირე 9 T-95 ბომბდამშენი გაუშვა. კიმმა ასევე განაცხადა, რომ რაკეტები სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან დაფრინავენ.


close დახურვა