logo
ENG



ფაშინიანმა ODKB-ს სამიტზე დოკუმენტს ხელი არ მოაწერა

24 ნოე 202211:13
3 წუთის საკითხავი
clock 633
2022/11/24/hxm3w3en3ldd1v0.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე (ODKB) უარი თქვა ხელი მოეწერა დოკუმენტებისთვის, რომლებიც ODKB-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებსა და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივ ღონისძიებებს ეხებოდა. სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა.

ორგანიზაციაში სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი შედიან.

სამიტზე გამოსვლის დროს, ფაშინიანმა ორგანიზაციას მიმართა აზერბაიჯანის ქმედებებისთვის პოლიტიკური შეფასება მიეცა. მისივე თქმით, მოკავშირეებმა აზერბაიჯანისგან უნდა მოითხოვონ ჯარების გაყვანა მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში "ეს შეიძლება ნიშნავდეს ODKB-ს მიერ სამოკავშირეო ვალდებულებებზე უარის თქმას". ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციისგან სამხედრო დახმარებას არ მოითხოვს.

სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სექტემბერში შეიარაღებული შეტაკებების დროს აზერბაიჯანმა სამხედროებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ბაქოში ამას უარყოფენ და მიუთითებენ, რომ ქვეყნებს შორის საზღვრის დემარკაცია არ მომხდარა.

ფაშინიანის თქმით, ბლოკის პოლიტიკური შეფასების არარსებობის გამო, ის მზად არაა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს. რა ფორმულირებები იყო დოკუმენტში, უცნობია.

"ODKB-ს მიერ სიტუაციის მკაფიო პოლიტიკური შეფასების არარსებობა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ ODKB-ს უარს მოკავშირეთა ვალდებულებებზე, არამედ აზერბაიჯანის მიერ ინტერპრეტაციას, როგორც მწვანე შუქს ODKB-დან სომხეთის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიისთვის", - აღნიშნა სომხეთის ლიდერმა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ შესწორებების შეტანა მოითხოვა დოკუმენტში, "მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ არ მიგვეღო ეს ორი პუნქტი, არ ჩავღრმავებოდით". რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სამიტს ესწრებოდა, თქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას იმედოვნებს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამიტის შედეგების კომენტირებისას კი აღნიშნა, რომ სომხეთის ODKB-დან გასვლაზე საუბარი არ ყოფილა. პესკოვის თქმით, ლიდერებმა "ვერ შეძლეს ყველაფერზე შეთანხმება", ხოლო "მოლაპარაკების სირთულე" განპირობებული იყო "იმ მომენტის სირთულით, რომელსაც ჩვენ ყველანი გავდივართ".


close დახურვა