logo
ENG



ევროპარლამენტი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 18 მილიარდ ევროს გამოყოფს

24 ნოე 202217:36
3 წუთის საკითხავი
clock 525
2022/11/24/qhr2eiuqldl9thp.jpg

ევროპარლამენტი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 18 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა შესაბამისი პაკეტი ახლახან მიიღო.

გადაწყვეტილებას მხარი 507-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა.

„რეკორდული სიჩქარით, ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო 18 მილიარდი ევროს პაკეტი უკრაინისთვის რომ გადაურჩეს ომს და დაიწყოს რეკონსტრუქცია.

9 თვე კრემლის განურჩეველი ომის დაწყებიდან, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ იზრდება. ჩვენ პოზიციას არ შევცვლით“ - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის ცნობით თანხა, უკრაინის აუცილებელ საჯარო სერვისებს მოხმარდება, როგორიცაა საავადმყოფოების მომსახურება, სკოლების ფუნქციონირება, იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რუსეთის მიერ განადგურებული აუცილებელი ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ევროპარლამენტის ცნობით, ეს არის პირობითი სესხი უკრაინისთვის, რომელიც მას 2023 წელს კვარტალურად გადაეცემა. ევროპარლამენტი უკრაინისგან რეფორმებს მოითხოვს, რომლების ქვეყნის ინსტიტუციებს გააძლიერებს და მოამზადებს ქვეყანას როგორც რეკონსტრუქციისთვის ისე ევროკავშირის წევრობისთვის.

პირობის მიხედვით, თანხის ყოველი ახალი გადაცემის წინ, ევროკომისია განიხილავს უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მდგომარეობას, სასამართლო რეფორმებს, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობას და ინსტიტუტების მოდერნიზაციას და ტანხის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.


close დახურვა