logo
ENG



უნგრეთი უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

24 ნოე 202218:52
3 წუთის საკითხავი
 

უნგრეთი უკრაინას 187 მილიონი ევროს (195 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა ხელი. ეს იქნება უნგრეთის წვლილი ევროკავშირის მიერ დაგეგმილი დახმარების პაკეტში, რომელიც მთლიანობაში 18 მილიარდ ევროს მოიცავს.

ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ამის გაკეთება ორმხრივად, ევროკავშირის გარეშე უნდა.

განკარგულებაში ასევე წერია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ფინანსური დახმარებისთვის საჭირო შეთანხმების შესამუშავებლად.

მანამდე, ცნობილი გახდა რომ ევროპარლამენტი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 18 მილიარდ ევროს გამოყოფს.

"9 თვე კრემლის განურჩეველი ომის დაწყებიდან, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ იზრდება. ჩვენ პოზიციას არ შევცვლით", - დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. 


close დახურვა