logo
ENG



დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა - ფორმულას ექსკლუზიური ჩანაწერი

25 ნოე 202219:03
3 წუთის საკითხავი
clock 2926

ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა და მის "დათრევაზე" საუბრობს. 

ხიდაშელი, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენს რუსულად ელაპარაკა.. 

"საუბარია არა შენთვის, არამედ როგორ განვაახლებ მე ანაკლიასაც კი. ამიტომაც თუ ანაკლიას "დავითრევ", მორჩა", - ამბობს ხიდაშელი. 

ხიდაშელი უცნობს პირს უყვება, რომ საქართველოს მთავრობის წარმომანდგელებთან შეხვედრის ორგანიზება შეუძლია, ეს კი რადიკალურად განსხვავდება ხიდაშელის მიერ დილით გავრცელებული განცხადებისგან, სადაც რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი წერს, რომ უსუსურმა მთავრობამ ის ვერ დაიცვა, ამიტომაც განზე გადგება და ქონებას გაყიდის.

"შენზე დამოკიდებული არაა. გესმის, ხო? მზად ვარ ყველაფერი დავაორგანიზო, თუ ჩვენ ამ ადამიანებს ერთმანეთს არ გავაცნობთ და მათ თვითონ არ ექნებათ ურთიერთობა, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ", - ისმის საუბრის ფრაგმენტში.

ტელეკომპანია ფორმულა რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს ორი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა. ხიდაშელი ყურადღების ცენტრში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მოექცა. ანგარიშის თანახმა, დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.

ამის შემდეგ დავით ხიდაშელმა კი გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა "უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან" ვერ იცავს და გადაწყვიტა, რომ "განზე გადგეს". ამასთან, იგი ამბობს, რომ ოჯახს 31 დეკემბრამდე ტენდერის გამოცხადება და ე.წ. რიყის დოქებისა და რაჭაში სანადირო მეურნეობის ლიცენზიის 50%-იანი წილის გაყიდვა ურჩია.

ტელეკომპანია ფორმულა ხიდაშელს სწორედ ამ საკითხზე კითხვების დასასმელად უკავშირდებოდა. უპასუხო ზარების შემდეგ მან სავარაუდოდ შემთხვევით უპასუხა ზარს, საუბარსაც ფორმულას ჟურნალისტმა სწორედ ამ დროს მოუსმინა. 

ანაკლიით დაინტერესებასთან დაკავშირებით ხიდაშელს ფორმულამ რამდენიმე კითხვა მიწერა. რუსეთში მყოფი ბიზნესმენი მსგავსი შინაარსის საუბარს უარყოფს. 

ფორმულას მიერ მოპოვებული ჩანაწერით დასტურდება, რომ ბიზნესმენი ანაკლიის პორტით არის დაინტერესებული. ხიდაშელი პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც კარგად იცნობს, ამას ადასტურებს მისი საუბარი ჩანაწერში, სადაც ამბობს, რომ "სიტუაციამ დაიქირავა გერმანელები", რომლებიც მთავრობისთვის პრეზენტაციას ამზადებენ. 

""იანვარში ვამზადებ დიდ... მე დავიქირავე გერმანელები, მე კი არ დავიქირავე, მე კი არა სიტუაციამ დაიქირავა გერმანელები - მოდი, ასე ვთქვათ, სიტუაციამ დაიქირავა დიდი გერმანელები და ისინი ამზადებენ პრეზენტაციას მთავრობისთვის, რათა მათ დეკემბერში აჩვენონ, ჩვენი მხრიდან როგორ მოგვარდეს იქ ყველაფერი", - ამბობს ხიდაშელი ჩანაწერში.

ის, რომ ექსპერტები დაქირავებული არიან, 2 თვის წინ საჯაროდ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც


close დახურვა