logo
ENG



80 წლის მარნეულელი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ლევან გოფოძე

23 მარ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულიდან გადმოყვანილია კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც 80 წელს გადაცილებული მამაკაცია. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

„ერთი პაციენტი გადმოყვანილ იქნა მარნეულიდან - გვაქვს დიაგნოზი ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სინდრომი, სეფსისი, თირკმლის უკმარისობა  - მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი მისი ნაცხი და საღამოს ველოდებით პასუხებს", - აცხადებს ლევან გოფოძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხევვაა დაფიქსირებული, აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კარანტინში კი იმყოფება 3320 ადამიანი.


close დახურვა