logo
ENG



7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

28 ნოე 202216:51
3 წუთის საკითხავი
clock 631
2022/11/28/76c3c18ie3t932a.jpg

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ფოტოს Twitter-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი აქვეყნებს.

"ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში, რათა უკრაინისადმი ჩვენი სოლადარობა გამოვხატოთ. რუსული რაკეტების "წვიმისა" და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

26-27 ნოემბერს, კიევში იმყოფებოდნენ ბელგიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრემიერმინისტრები.


close დახურვა