logo
ENG



"მნიშვნელოვანი გზავნილია" - ზელენსკი კიევში 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

29 ნოე 202200:12
3 წუთის საკითხავი
clock 336
2022/11/29/rq7g8rqpbjbc7e4.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მყოფ ესტონეთის, ლატვიის, ნორვეგიის, ლიეტუვის, შვედეთის, ფინეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მან მადლობა გადაუხადა მინისტრებს და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი კიევში მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილია.

"ეს ვიზიტი არის მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილი, განსაკუთრებით, ყველაზე სერიოზული გამოწვევების დროს. მადლობას ვუხდი ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს მათი მუდმივად აქტიური და ეფექტური მხარდაჭერისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად"- ამბობს ზელენსკი.

7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში 28 ნოემბერს ჩავიდნენ

 


close დახურვა