logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

29 ნოე 202210:27
3 წუთის საკითხავი
clock 199
2022/11/29/z1oqeyyxkvn9gqo.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ნოვოსელივსკეს, ბელოგოროვკას, სერებრიანკას, ვერხნიოკამიანსკეს, ბილოჰორივკას, იაკოვლივკას, პერვომაისკეს, ოპიტნეს, ნეველსკესა და კრასნოხორის დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, მტერმა 9 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება.

გენშტაბის თქმით, მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა