logo
ENG



ხერხეულიძე: სააკაშვილისთვის აქტივობა, რომელიც პოლიტიკაში ჩართავს, მიუღებელია

29 ნოე 202214:22
3 წუთის საკითხავი
clock 538

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მის პოლიტიკაში ჩართულობას ემსახურება, პრეზიდენტისთვის მიუღებელია. 

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, არის ერთმნიშვნელოვანი და მან ამის შესახებ ადვოკატების მეშვეობით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკიდან დისტანცირება და აუცილებელია ყველა ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამკურნალოდ გაყვანას. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მის პოლიტიკაში ჩართულობას, პოლიტიკასთან დაკავშირებას, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი. ის სთხოვს ყველა გულშემატკივარს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა მის პოლიტიკაში ჩართულობას."- ამბობს ხერხეულიძე. 

28 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა შაბათს, 3 დეკემბერს, 15 საათზე ქართული ოცნების ოფისთან აქცია დააანონსა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ მოთხოვნა იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივამედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.

 


close დახურვა