logo
ENG



უკრაინის ცნობით, სუმის რეგიონში საათნახევრის განმავლობაში, 30-მდე აფეთქება მოხდა

29 ნოე 202216:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/s0czruzw0pcl891.jpg

ოპერატიული სარდლობა "ჩრდილოეთის" პრესსამსახურის განცხადებით, სუმის რეგიონში საათნახევრის განმავლობაში, 30-მდე აფეთქება მოხდა.

"10:32 საათიდან 10:40 საათამდე სუმის რეგიონში 9 აფეთქება დაფიქსირდა, 11:50-დან 11:55 საათამდე პერიოდში დაახლოებით 20", - განაცხადა "ჩრდილოეთის" ოპერატიულმა სარდლობამ.

"ჩრდილოეთის" ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის არმიებს პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგები არ განუცდია. მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა