logo
ENG



აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინისთვის $2.3 მლრდ-ზე მეტის დახმარების პაკეტი დააანონსა

02 ივლ 202419:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/3zdm30olqwvfd56.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2.3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.

უკრაინელ კოლეგასთან პენტაგონში შეხვედრის დროს ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ დახმარების პაკეტი უკრაინის უსაფრთხოებისკენ იქნება მიმართული.

უკრაინელი მაღალჩინოსნები უკვე რამდენიმე თვეა მოუწოდებენ თავიანთ მოკავშირეებს, გადასცენ მათ თავდაცვის სისტემები, რათა დაიცვან თავი რუსული ძალების ხშირი სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებისგან.

ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს როგორც ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უკრაინელებს Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემების სწრაფი შესყიდვის საშუალებას მისცემს.

ამავე შეხვედრაზე ლოიდ ოსტინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის სწრაფვაზე, საბოლოოდ გაწევრიანდეს NATO-ში. მომდევნო კვირის ვაშინგტონის NATO-ს სამიტზე საუბრისას მან თქვა, რომ "გადაიდგმება ნაბიჯები, რათა აშენდეს ხიდი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის".


close დახურვა