logo
ENG



ბრეგაძე: სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი და ჩაერთოს მკურნალობაში

29 ნოე 202217:11
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას და მკურნალობის პროცესში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდადებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება ჯანმრთელობის გაუარესების გამო ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანას, ბერგაძე აღნიშნავს, რომ სამინისტროს ამის მოთხოვნის "სამართლებრივი ბერკეტი" არ აქვს.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლემ სხდომა განუსაზღვრელი ვადით გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივამედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.

როგორც ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული.

სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. გიული ალასანიას თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ერთ კირაში გაუარესდა - ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი "ვერ ჯდება და ბოლო ხანებში საკმაოდ სუსტად არის".


close დახურვა