logo
ENG



ვოლსკი: აფხაზეთში ვოლოდინის ჩასვლა სააკაშვილი-პუტინის ჩადენილთან შედარებით მეათეხარისხოვანია

02 დეკ 202214:25
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი: აფხაზეთში ვოლოდინის ჩასვლა სააკაშვილი-პუტინის ჩადენილთან შედარებით მეათეხარისხოვანია

ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. ოპოზიცია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არა მარტო საქართველოს ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები და გაყიდა საქართველოს ინტერესები, მიჰყიდა რუსეთის ოლიგარქიას. ეს არის რეალობა. დუმის დეპუტატი ჩავიდაო. მეტსაც გეტყვით, პუტინია თვითონ ნამყოფი ჩასული, საგარეო საქმეთა მინისტრი და უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ტერიტორიაზე. დუმის სპიკერის ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა იმ პერიოდში და პუტინმა, მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით.

 


close დახურვა