logo
ENG



შსს-ს ცნობით, რაჭაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

04 დეკ 202212:38
3 წუთის საკითხავი
clock 617
შსს-ს ცნობით, რაჭაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაჭაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

1987 წელს დაბადებული კაცი პოლიციამ სოფელ ჭრებალოში დააკავა. 

შსს-ის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

 


close დახურვა