ივნისიდან Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მიმართულებებს ამატებს: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი.
"ჩვენ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ, რის შედეგადაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდის. 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.