logo
ENG



ენმ-ის დეპუტატებმა დატოვეს პარლამენტის სხდომა, რომელზეც რატი ბრეგაძეს უსმენენ

16 დეკ 202213:23
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა დატოვეს, სადაც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე "მინისტრის საათის" ფორმატში გამოდის.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ის ახლა, პროკურორისა და გამოძიების კითხვებს უნდა პასუხობდეს. 

"ახლა წარმოდგენილი მინისტრი[რატი ბრეგაძე], რომელიც აქ მოვიდა პირდაპირ არის სისხლის სამართლის დამნაშავე და უნდა პასუხობდეს ახლა პროკურორისა და გამოძიების კითხვებს, არა თუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას რეალურად აყრიდეს ნაცარს, ყოფნის თავხედობა მოვიდეს აქ და თქვენც ახლა ყველა, ჩემო კოლეგებო დადგებით და მოუსმენს ადამიანს რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე. ადამიანს, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა და ეს ადამიანი ახლა არ უნდა იდგეს აქ, უნდა იყოს პროკურატურაში, იჯდეს და პასუხობდეს კითხვებს, რომლებიც აქვს საქართველოს საზოგადოებას მასთან... ბატონო რატი, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ძალიან მალე, და ძალიან ბევრი ის ადამიანი, მათ შორის სანქციებით, მათ შორის იქნები გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში სააკაშვილი-რატი ბრეგაძე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."- განაცხადა დეკანოიძემ. 

 


close დახურვა