logo
ENG



წოწორია ჰააგაზე: ამ ეტაპზე ეს საქმე არ გაგრძელდება, სანამ არ დაიჭერენ 3 ბრალდებულს

16 დეკ 202222:49
3 წუთის საკითხავი
clock 461

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონო წოწორია ამბობს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებით დამტკიცდა, რომ არც ერთ ქართველ სამხედროს ომის დანაშაული არ ჩაუდენია.

როგორც წოწორიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, ჰააგის ტრიბუნალის დღევანდელი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

"დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის საქართველოსთვის და ქართველი სამხედროებისთვის პირველ რიგში, ვინაიდან ის რისკი, რომელიც არსებობდა - მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის სახით - ეს რისკი დასრულებულია. ეს არის დიდი სიხარული იმ ხალხისთვის, ვინც წლების განმავლობაში ვდარდობდით მათ ბედზე, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ და პირიქით დიდი რისკი იყო იმისი, რომ სწორედ ხელისუფლების ხელშეწყობით ყოფილიყვნენ გასამართლებულები.

ამიტომ მნიშვნელოვანი დღეა, რომ ქართველი სამხედროები თავიანთი ქვეყნის დაცვისთვის არ გასამართლდებიან. საერთოდ ომის პირობებში სამხედრო დანაშაულის ჩადენის დიდი რისკი არსებობს, დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს ნებისმიერმა მხარემ. ჩვენ ვიცოდით, რომ ქართველ სამხედროებს ჰქონდათ პირდაპირი მითითება რომ მათ დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა და ამაზე ბევრი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ მაინც იყო გარკვეული, თეორიული რისკი, იმისი რომ რაიმე პასუხისმგებლობა დამდგარიყო. საერთაშორისო დონეზე ანუ ამ ეტაპზე უნდა ჩავთვალოთ რომ ჰააგაში ეს საქმე არ გაგრძელდება, მანამ სანამ არ დაიჭერენ იმ 3 ბრალდებულს. ეს არის გაყინული სიტუაცია, თუმცა უიმედოთ არ უნდა ვიყოთ", - თქვა წოწორიამ.

***

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა

კარიმ ხანი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.

მანამდე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამო 3 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. დაპატიმრების პირველი ორდერი მიმდინარე წლის მარტში გაიცა. 

პალატამ პატიმრობის ორდერი 3 ადამიანზე გამოსცა:

1. მიხეილ მაიარამის ძე მინძაევი - რუსეთის მოქალაქე, დაიბადა 1955 წელს, ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში. 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე  ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.

2. ჰამლეტ გუჩმაზოვი - რუსეთის და სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წელს სამაჩაბლოში. 2008 წელს იზოლატორის ხელმძღვანელი იყო. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე  ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.

3. დავით გიორგის ძე სანაკოევი - დაბადებული 1976 წელს ცხინვალში. ოკუპირებულ ცხინვალში პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ადამიანის უფლებათა საკითხებში, ე.წ ომბუდსმენი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე  ომის დანაშაულების ჩადენა, 

 

 


close დახურვა