logo
ENG



შოიგუ უკრაინაში რუსული ჯარების დისლოკაციის ადგილს ეწვია

18 დეკ 202210:48
3 წუთის საკითხავი
clock 618
2022/12/18/1ppykgmzqyx5cr6.jpeg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში რუსული ჯარების დისლოკაციის ადგილებს ეწვია. როგორც ტელეგრამიდან ხდება ცნობილი, შოიგუმ ვერტმფრენით შემოიფრინა ფრონტის ხაზის მოწინავე პოზიციები და მეთაურების ანგარიშები მოისმინა. უშუალოდ სად იმყოფებოდა შოიგუ, უწყებაში არ უთქვამთ.

17 დეკემბერს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილე სამხედრო დანაყოფების გაერთიანებულ შტაბს ეწვია და მეთაურებთან შეხვედრა გამართა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ კრემლი ცდილობს წარმოაჩინოს პუტინი, როგორც ომის დროს კომპეტენტური ლიდერი, განსაკუთრებით ომის მხარდამჭერების მხრიდან სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობაში პრეზიდენტის როლის კრიტიკის ფონზე. ასევე, ISW-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრემლისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტრო ერთიან და ეფექტურ ორგანიზაციად წარმოაჩინოს და გააუმჯობესოს მისი იმიჯი, რათა დააბალანსონ რამზან კადიროვის და ევგენი პრიგოჟინის და მათ მიერ კონტროლირებად სამხედრო სტრუქტურების მზარდი გავლენა.


close დახურვა