logo
ENG



გაათავისუფლეს კაცი, რომელმაც ქუთაისში ავტობუსის გატაცება სცადა

19 დეკ 202214:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/9612awem8vp4rfw.jpg

გაათავისუფლეს კაცი, რომელიც ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გატაცების მცდელობისთვის დააკავეს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის თქმით, მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

16 დეკემბერს 24 წლის კაცმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი იმ დროს გაიტაცა, როცა მძღოლი ტრანსპორტიდან გადასული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.


close დახურვა