მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში, ეჭვი მძიმე ქიმიურ, ან რადიოაქტიურ ნივთიერებაზე მარიამ ჯიშკარიანმა გამოთქვა. "მოწამვლის ვარაუდი პირველად თავად პაციენტს გაუჩნდა." - ამის შესახებ გიული ალასანიამ უთხრა მედიას.
ინტოქსიკაციის შესახებ ახალი ინფორმაციის გავრცელებას, დაემთხვა გადადებული ექსპერტიზა. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის ალტერნატიულ კვლევას სამხარაულის ბიუროს ატარებინებს, გამომძიებლებს ამისთვის სისხლის ნიმუშები უნდა აეღო, პაციენტი აპროტესტებს - მძიმე მეტალებით მოწამვლა თმით და ფრჩხილიდან აღებული ნიმუშებით დგინდება.