ბათუმში ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
გამოკითხვაზე უწყებაში იმყოფებოდა გიორგი კირთაძეც.
გუშინ, 19 დეკემბერს, კირთაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირი ჩართვის დროს მიაყენეს. თავს დაესხნენ ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.