logo
ENG



რა არის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელთაც აშშ უკრაინას გადასცემს?

21 დეკ 202212:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/951hrskri4gdfiz.png
Reuters

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე ძლიერი და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს. 

ასეთი დანადგარები შეიძლება დაიტვირთოს სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებით, მათ შორის ისეთებით, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ სიმაღლეზე ობიექტებზე დარტყმა.

სისტემა შექმნილია ზებგერითი სიჩქარით მფრინავი სამიზნეების გასანადგურებლად და შეუძლია ერთდროულად 125-მდე სამიზნის თვალყურის დევნება და მათგან ექვსზე რაკეტების გაშვება.

კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა არა მხოლოდ თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა. სწორედ ამ ტიპის რაკეტები უქმნის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტ პრობლემას: მათი ჩაჭრა ძალიან რთულია. 

Patriot-ის მწარმოებლის თქმით, უახლესი სისტემა 20 კმ-მდე სიმაღლეზე ბალისტიკური რაკეტებისთვის დარტყმის შესაძლებლობას იძლევა. 

"PATRIOT PAC-3 - უახლესი მოდიფიკაციაა- შეუძლია იმუშაოს ისკანდერებზე" (ბალისტიკური რაკეტები), "Dagger" (ჰიპერბგერითი თვითმფრინავის რაკეტები), "Zirkon" (ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები). 

"უკრაინისთვის ამ სისტემების გადაცემა იყო ამ დროისთვის საუკეთესო გამოსავალი."- განუმარტა BBC-ს უკრაინის რეზერვის გენერალმა იგორ რომანენკომ, რომელიც საჰაერო თავდაცვაზე იყო პასუხისმგებელი. 

* * *

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა. გამოცემა ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად გუშინ, 21 დეკემბერს გავრცელდა. ვიზიტი ოფიციალურად არც ერთი მხარეს არ დაუდასტურებია.

CNN-ის ცნობითვე, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში პირისპირ შეხვდება. ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის პირველი გასვლა უკრაინის ფარგლებს გარეთ 24 თებერვლის შემდეგ. 

CNN წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში დაემთხვევა თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.


close დახურვა