პენიტენციური სამსახური "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ვივამედში გადაღებულ კადრებზე, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
"დაინიშნოს სასამართლოს ექსპერტიზა, რომლის წინაშეც დასმული იქნება შემდეგი კითხვები: 2022 წლის 12 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო კადრები, რომელიც მოპოვებულია კლინიკა ვივამედში ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად და რომელთა შესწავლის შემდგომ გაჩნდა რიგი კითხვები: ხომ არ ვლინდება მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში სიმულაციის ნიშნები. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებას. შესაბამისად მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლოდ სამედიცინო ექსპერტიზამ ჩაატაროს ექსპერტიზა სამივე დაწესებულებამ, მათ შორის ლევან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით", - თქვა აბრამიშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ. ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზრვარგარეთ მკურნალობა სჭრიდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მესამე პრეზიდენტი 7-თვიანი პაუზის შემდეგ პროცესს დისტანციურად ესწრება.
