logo
ENG



ადვოკატი: სააკაშვილი ცუდად გახდა, გამოიძახეს ექიმი, ამ ეტაპზე უარს ამბობს ჩართვაზე

22 დეკ 202212:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/22/tlmvjnqfnzr5t03.jpg

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციურად, ამ ეტაპზე, ვეღარ დაესწრება.

ხაჭაპურიძემ სხდომაზე თქვა, რომ ექსპრეზიდენტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოიძახეს ექიმი.

"ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად და აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე, უარს აცხადებს ჩართვაზე. მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, არ ვიცი, შესაძლოა სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩაერთოს პროცესს", - თქვა ადვოკატმა სხდომაზე.

7-თვიანი პაუზის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად დაესწრო დღევანდელ სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ. ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზრვარგარეთ მკურნალობა სჭრიდება. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახური "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ვივამედში გადაღებულ კადრებზე, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.


close დახურვა