logo
ENG



სამადაშვილი: ქვეყნის სირცხვილია, ვერ გაბედეთ ზელენსკის მოწვევა პარლამენტში გამოსვლისთვის

22 დეკ 202213:07
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: ქვეყნის სირცხვილია, ვერ გაბედეთ ზელენსკის მოწვევა პარლამენტში გამოსვლისთვის

ლელო საქართველოსთვის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყნის და პარლამენტის სირცხვილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის არ მოიწვიეს.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა "დღემდე ვერ გაბედა ამის გაკეთება და საქართველო იშვიათი გამონაკლისია დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის".

"ვალდებული ვარ შევახსენო როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე უმრავლესობას. გუშინ ვიხილეთ აშშ-ში, როგორი ოვაციით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის სირცხვილია, ამ პარლამენტის სირცხვილია, რომ მიუხედავად იმისა, ლელო გამოვიდა ინიციატივით პრეზიდენტი ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო სიტყვით გამოსვლისთვის ჩვენს პარლამენტში ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება და დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის", - თქვა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცინიკურად უპასუხა და "მადლობა გადაუხადა".

"მადლობა ქალბატონო სალომე, თქვენი ეს განწყობაც აჩვენებს, რომ თქვენ ნამდვილი მეგობარი ხართ საქართველოსი და უკრაინის, გეტყობათ განწყობაზე", - მიმართა პაპუაშვილმა.


close დახურვა