გადაეცეს 5 კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები ოპოზიციას - ამ შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ეკუთვნის. ეს პუნქტი ჯერ კიდევ შარლ მიშელის შეთანხმებაში იდო, მაგრამ ქართულმა ოცნებამ დოკუმენტის პირობები არ შეასრულა და უფრო მეტიც, ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. კანონპროექტს მხარდაჭერა არც ამჯერად ექნება - ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ამის დასტურია.