logo
ENG



პელეს ოჯახი იმ საავადმყოფოში შეიკრიბა, სადაც ის კიბოთი გამოწვეული გართულებების გამო იმყოფება

25 დეკ 202214:47
3 წუთის საკითხავი
clock 1414
2022/12/25/yxdpku2v9gt5xh0.png

ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი პელე კიბოსგან გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოშია. ლეგენდარული ფეხბურთელის ოჯახი სან-პაულუში ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოში შეიკრიბა, სადაც 82 წლის პელე ნოემბრის შემდეგ იმყოფება.

მას 2021 წლის სექტემბერში კიბო დაუდგინდა და მას შემდეგ ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის.

ექიმების თქმით, ბოლო კვირებში კიბო ორგანიზმში გავრცელდა და თირკმელებისა და გულის დისფუნქციის საშიშროების გამო ყოფილი ფეხბურთელი მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.

ოჯახის თქმით, პელე საავადმყოფოში შობის შემდეგაც დარჩება.

პელე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა. მან ფეხბურთის პროფესიონალურად თამაში 1956 წელს 15 წლის ასაკში დაიწყო და 1977 წელს დაასრულა. 22-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 1 363 თამაშში 1 279 გოლი გაიტანა, რაც გინესის მსოფლიო რეკორდია. პელე ერთადერთია, ვინც საერთაშორისო კარიერის განმავლობაში 3 მსოფლიო თასი მოიპოვა: 1958, 1962 და 1970 წლებში.

2012 წელს პელე FIFA-მ ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელად დაასახელა. 1999 წელს ის საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკუნის ათლეტად დაასახელა. 2000 წელს კი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ პელეს საუკუნის მსოფლიოს მოთამაშის ტიტული მიანიჭა.

 


close დახურვა