logo
ENG



რუსეთი: ენგელსის აეროდრომთან უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, დაიღუპა 3 სამხედრო

26 დეკ 202209:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/26/ao02cucjcp1ngck.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სარატოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომის მიმდებარედ უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა. ამ ეტაპზე უკრაინა რუსეთის განცხადებას არ გამოხმაურებია.

უწყება წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი რუსულმა საჰაერო თავდაცვამ მაშინ მოიგერია, როცა ენგელსის სამხედრო აეროდრომს უახლოვდებოდა - მათი თქმით, მომხდარის შედეგად საავიაციო აღჭურვილობა არ დაზიანებულა.

აეროდრომთან მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. მათი ცნობით, რუსეთში სარატოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მოგვიანებით რუსულმა სახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს ცნობები, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავები ამოწმებდნენ. მომხდარს ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსარგინიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა.

მან ევაკუაციის შესახებ ცნობებს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ მოსახლეობას "აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება". 


close დახურვა