logo
ENG



ბუდანოვი: 5 იანვრიდან რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს

30 დეკ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/30/m4ms2bxkp1o6mkx.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 5 იანვრიდან რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს.

"მორიგი მობილიზაციის ტალღის დაწყება 5 იანვარს გადაწყვიტეს. არ ვიცი, 5 იანვარს გამოაცხადებენ თუ არა, თუმცა გეგმებში 5 იანვარია.

მათ მოუწევთ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ წარსული მობილიზაცია, რომელიც თითქოსდა დასრულდა, არ შეჩერებულა - ხალხის მობილიზება მთელი სისწრაფით მიმდინარეობს", - თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ბუდანოვი ამბობს, რომ რუსებს უზარმაზარი პრობლემები აქვთ არსებული დანაყოფების დაკომპლექტებასთან და ახლის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსებს აღარ ჰყავთ საკმარისი ცოცხალი ძალა.


close დახურვა