რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 2 იანვარს თბილისში, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მებაშვილს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ცნობითვე, მას ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ გიგიშა შარაშიძემ სცემა.
რუსთავი 2 შარაშიძის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც ამბობს:
"დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას".
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.