logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: ითხოვთ, რომ პატრიარქი შეწყალებაში ჩაერიოს და, ფაქტობრივად, შეიწყალოს

06 იან 202313:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/06/h0xe686u74ce8xy.jpg

რამდენიმე წლის წინ პატრიარქმა ითხოვა შეწყალების უფლება. ითხოვა საზოგადოებისგან, ითხოვა მთავრობისგან, მაშინ პირველი ვადა იყო ირაკლი ღარიბაშვილის და იგი დათანხმდა. ამაზე იმხელა ამბავი ატეხა საზოგადოებამ და ახლა ზუსტად იმას ითხოვთ, რომ შეწყალებაში ჩაერიოს და ფაქტობრივად შეიწყალოს. ჩვენ ვერ ვერევით ამ საკითხებში, არ გვაქვს უფლება, რომ გავლენა მოვახდინოთ. [...] ბევრჯერ გავაკეთე ეს განცხადება და კიდევ ვიტყვი, ჩემი მკაფიო აზრია, რომ მან აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს მკურნალობის კურსი. ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი კურსი, სხვა პროცესებში მეც კი ვერ ჩავერევი, ვერც შეწყალებას ვერ მოვითხოვ... პატრიარქის პოზიცია არის ის, რომ მე დავდივარ აქ და მე ვახმოვანებ ჩემს აზრს.

 


close დახურვა