logo
ENG



კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემული ბუკის სისტემების დაბრუნება სთხოვა

09 იან 202313:10
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის თქმით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო "ბუკის" სისტემების დაბრუნება სთხოვა.

ამის შესახებ ნათქვამია კასიანოვის სტატიაში, სახელწოდებით "როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები". სტატია უკრაინულ მედიაზე ვრცელდება.

"უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნის თვალსაზრისით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა უკრაინამ იარაღის სასიცოცხლო საჭიროება რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე",- აღნიშნულია კასიანოვის სტატიაში. 

გარდა "ბუკის" სისტემებისა, კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარების გაწევაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობაზე", - ამბობს კასიანოვი.


close დახურვა