logo
ENG



უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსებმა სოლედარზე ძლიერი შეტევა დაიწყეს

09 იან 202320:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/09/tq6eee26o39lwmu.png
Dimitar Dilkoff/AFP via Getty Images

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანა მალარი იტყობინება, რომ რუსებმა ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს სოლედარზე.

"მტერი გადაჯგუფდა, აანაზღაურა დანაკარგები, განალაგა დამატებითი თავდასხმის რაზმები, შეცვალა ტაქტიკა და დაიწყო ძლიერი შეტევა [...] სასტიკი ბრძოლები ახლა მიმდინარეობს." - წერს მალარი.

მალარის თქმით, თავდასხმაში ჩართულია მრავალი ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა "ვაგნერელების საუკეთესო რეზერვებისგან", რომლებიც წინ მიიწევენ არტილერიის, მრავალი სარაკეტო გამშვების და ნაღმმტყორცნების გამოყენებით. 


close დახურვა