უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულების სარდლობის პრესატაშემ, სერხი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსები არ აკონტროლებენ ქალაქ სოლედარს.
"რუსები ამბობენ, რომ სოლედარი მათ კონტროლს ექვემდებარება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დაელოდეთ დეტალებს გენერალური შტაბის რეზიუმეში."- განაცხადა პოლკოვნიკმა ჩერევატიმ.
The Guardian-ი წერს, რომ რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ინფორმაციით, მისმა ძალებმა დაასრულეს უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება.
"ვაგნერის ქვედანაყოფებმა აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია." - თქვა ევგენი პრიგოჟინმა აუდიო შეტყობინებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის Telegram-ზე.