უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვივში ჩავიდა.
"ლვივში ვიზიტი დავიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი რამით - უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის პატივისცემით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლვივის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვის მდგომარეობისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.