logo
ENG



სოსო გოგაშვილის საქმე

13 იან 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

სოსო გოგაშვილის საქმის განხილვა 16 იანვარს გაგრძელდება. დღეს გამოჰკითხეს გამომძიებლები და ექსპერტები. კითხვები ეხებოდა სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში 16 ივლისს ჩატარებულ ჩხრეკას. დაცვის მხარე ამბობს, რომ მედიისთვის დახურულ სხდომაზე, ჩხრეკის მონაწილემ ვერ გასცა პასუხი კითხვას - თუ რატომ არ გადაიღეს საგამოძიებო მოქმედებები. სხდომას ესწრებოდნენ გოგაშვილის ოჯახის წევრები, თხოვნის მიუხედავად, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილებს პროცესამდე მამის ნახვის საშუალება არ მიეცათ. სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი ედება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.


close დახურვა