logo
ENG



ალტ-ინფო ამბობს, რომ ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა მათ დააორგანიზეს

16 იან 202312:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/16/yz8aor360ai9a1o.jpg

პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფო ამბობს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა მათ დააორგანიზეს. 

როგორც დაჯგუფების წევრი შოთა მარტინენკო წერს, "წესებს ისინი ადგენენ".

"ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია), ალტ-ინფო - კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს.

ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს, მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს", - წერს მარტინენკო.

გუშინ, 15 იანვარს ბერძენიშვილი ევროატლანტიკურ ცენტრთან, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა, არ მიუშვესბერძენიშვილის ლექცია ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, ფორმულა მათ კომენტარს ამ დრომდე ელოდება.


close დახურვა