logo
ENG



ქაცარავას თქმით, 13 იანვარს მეჯვრისხევში რუსებმა EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს

17 იან 202313:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/17/6agxvw7pbd73a2w.png

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ 13 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამონიტორინგო ჯგუფს სოფელ მეჯვრისხევში რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს.

მისივე თქმით, ამის ვიდეო მტკიცებულება არ აქვს, თუმცა მომხდარი თვითმხილველმა დაუდასტურა.

ფორმულა დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობას, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ წუთებში ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა და მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება კომენტარი.

"პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო. არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ არა. საიდან ვიცი? ფაქტობრივად თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. იტყვის ამას საჯაროდ? რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის.

გვჯერა? მე კი. დაუსვით კითხვები EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან. თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და არაფერს იტყვიან საჯაროდ, მაშინ თავის რეპორტებში აუცილებლად ჩადებენ ამ ინფოს. რატომ მოიქცნენ ესე ორკები?

წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს აგრესიული, გარკვეული სახის მესიჯია. დაადასტურებს სუსი? არ მგონია. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ამ შეხვედრაზე ამ საკითხს დააყენებს ჩვენი მხარე და რამე დისკომფორტს მაინც შეუქმნის ოკუპანტს. იმედს კი ვიტოვებ, მაგრამ..."- წერს ქაცარავა.


close დახურვა