რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამსახურებით. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა", - თქვა ლავროვმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობაც შეაქო, იმის გამო, რომ "დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს".