logo
ENG



საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია

20 იან 202305:05
3 წუთის საკითხავი
clock 1609
2023/01/20/0k56ku84hdgyvwa.png

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. 

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდამსხმელი ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.

"როგორც ვიცით მოქმედი სამხედროა. 2006 წლიდან მუშაობდა. პირველადი ინფფორმაციით, როგორც გვითხრეს 2021 წელს წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა. ავღანეთის მისიაშიც იყო, როგორც დაგვიდასტურეს. რა მოხდა არავინ იცის ჯერჯერობით", - ამბობს გომელაური. 

***

საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. 

განახლებადი: შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში - არის მსხვერპლი


close დახურვა