ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც საგარეჯოდან თბილისში კატასტროფის ბრიგადით გადაიყვანეს, დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მკურნალობას კავკასიის მედიცინის ცენტრში გააგრძელებს.
ექიმის თქმით, დაშავებულს თვალზე ოპერაცია სჭირდება.
"დაახლოებით დილის 4 საათზე ახალგაზრდა ქალია გადმოყვანილი საგარეჯოს საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადის მიერ. დიაგნოზია მარცხენა თვალში უცხო სხეული და ნაფლეთი ჭრილობა. ვამზადებთ ოპერაციისთვის, მალე დაიწყება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"- განაცხადა ექიმმა.
* * *
საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი.
ექიმის განცხადებით, 4 დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ერთ-ერთი დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.
ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.
თავდასხმის დეტალები - სრულად