logo
ENG



აშშ-ის საელჩო: ვგლოვობთ საგარეჯოში ტრაგიკულად დაღუპულებს, ვუსამძმრებთ ოჯახებს

20 იან 202316:38
3 წუთის საკითხავი
clock 619
აშშ-ის საელჩო: ვგლოვობთ საგარეჯოში ტრაგიკულად დაღუპულებს, ვუსამძმრებთ ოჯახებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო საგარეჯოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

"აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. 

***

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი დაჭრილების მდგომარეობა კი სტაბილურია. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. 

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

თავდასხმის დეტალები - სრულად.


close დახურვა