
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მომდევნო წლებში ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი 295 მილიარდიდან 413 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ სამხედრო ხარჯებს გადახედა და ნაწილმა თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა.
მაკრონმა აღიარა, რომ ცივი ომის შემდეგ "მშვიდობის დივიდენდები" დასრულდა. მისი თქმით, 2024-2030 წლების ბიუჯეტი შეიარაღებული ძალებს მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის ადაპტაციის საშუალებას მისცემს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა.
"რადგანაც ომის წარმართვა იცვლება, საფრანგეთის ჰყავს და ეყოლება ჯარი, რომელიც მზად იქნება საუკუნის საფრთხისთვის", - თქვა მაკრონმა მონ-დე-მარსანის ბაზაზე გამოსვლისას.
"ერთი ომით წინ უნდა ვიყოთ", - თქვა მაკრონმა.
მან დასძინა, რომ საფრანგეთი დიდ ინვესტიციას განახორციელებს უპილოტო საფრენ აპარატებსა და სამხედრო დაზვერვაში, სფეროებში, სადაც ფრანგი ოფიციალური პირების თქმით, ბოლოდროინდელმა კონფლიქტებმა ხარვეზები გამოავლინა.